დიმიტრი ხუნდაძე: დაანებეთ მცხეთელებს თავი!

​ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს უკვე მესამე შემოტევა განცხორციელდა მცხეთაზე.

“ქართველ კაცს რომ შეაგინებ, შეაფურთხებ, უნამუსოს, უსინდისოს, მონას უწოდებ თან ვინ – ბოკერია, უგულავა, რომელიც სასამართლოს კარზეა, რადგან რამდენიმე ათეული მილიონი აქვს მოპარული და ახლა ეძებს, რომ სამალავი ნახოს პოლიტიკაში. ესენი ცნობადი სახეები არიან და მცხეთა არის ერთიანი და სწორედ მაგათ გამო იყო ფეხქვეშ ამოდებული სატახტო ქალაქი. ადეიშვილის უშუალო პროტეჟით ხდებოდა იქ ყველაფრის ნგრევა თუ შენება. ეს არის მიუღებელი. მცხეთა არის ერთიანი, მობრძანდით სტუმრად, შემოგთავაზებთ მასპინძლობას.

სტუმრებად და მასპინძლებად დავყოფ მხარეებს პირობითად. სტუმრებში არცერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის. მცხეთა გაყოფილი არ არის, მცხეთა არის ერთიანი, როგორც არასოდეს. რაც შეეხება მასპინძლებს, ისინი არიან საჯარო მოხელეები. როცა ესტუმრები მერიას, იქვე არის საკრებულო და მერე გიკვირთ რატომ არიან იქ მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, იქ სალობიეს თანამშრომლები არ დაგხვდებიან. მთავარია, რომ ახალგაზრდები ახალგაზრდებთან არ დავაპირისპიროთ. ბოკერია და უგულავა ძველი სახეები არიან და იძახიან “მონებო”, “რას იჯღანებით”, დაგიმახსოვრებთ, უსინდისოები, “ნაკერავზე გაგხევთ”. ხედავთ, რის მოთმენა უწევთ მცხეთელებს? დაანებეთ მცხეთელებს თავი!

ერთერთი მომხრე შევამჩნიე “ნაცმოძრაობის” მხარეს იდგა, იცით რატომ დგას? მასზე იყო გაფორმებული არსენას ძეგლის ტერიტორია, რომელიც გაყიდული ჰქონდათ სწორედ მათ ლიდერებს, ახლა ვინც არიან მანდ არიან. დღეს იქ სკვერია, სადაც გაივლით და დაისვენებთ. ხიდი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო და გავაკეთეთ. 9 მილიონიანი პროექტი სრულდება თებერვალში და ის უნდა მოინახულოთ. ასევე ილია ჭავჭავაძის სამარცხვინოდ მოუვლელი სკვერი, დღეს ნახეთ როგორ არის მოვლილი” -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, იქ არიან სამართალდამცავები, მაგრამ პირობა არ უნდა შეიქმნას დაპირისპირების, რასაც ადგილი აქვს სტუმრების მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად