დიმიტრი ხუნდაძე შენგელიაზე: იუსტიციის მინისტრმა ამომწურავი პასუხი გასცა, რომ ნოტარიუსები თავისუფალი უნდა იყვნენ პოლიტიკური შემადგენელისაგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

„იუსტიციის მინისტრმა საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, რომ ნოტარიუსები თავისუფალი უნდა იყვნენ პოლიტიკური შემადგენელისაგან და ეს იყო საფუძველი. მე არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ მინისტრს არ გამოვუცხადო პასუხთან მიმართებაში ნდობა“.

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა, ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

ბაჩანა შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად აფასებს.  2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და “მძიმე დარღვევები” გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად