A1 ბანერი

გვრიტიშვილი: თუ სხვა გზა არ დაგვრჩება, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაზე ვიფიქრებთ

ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ქუთაისის სააპელაციაო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელის თბილისის საქალაქო სასამართლში ჩატარდა

“თუ ეს კანონპროექტიი კანონად იქცევა, რასაც მე თითქმის გამოვრიცხავ, იმიტომ რომ პარლამენტში არიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა. თუ სხვა გზა არ დაგვრჩება, სასამართლო კორპუსი იფიქრებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაზე”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...