დიმიტი ცქიტიშვილი შრომითი ბაზრის რეფორმაზე: ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პოზიციაზე

“2015 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესში საქართველომ შექმნა შრომის ინსპექცია, თუმცა ძალიან შეზღუდული უფლებებით.  2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური საპარლამენტო დებატები შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 2019 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებით.  პროგრესი არასდროს არის სწორხაზოვანი, თუმცა პარლამენტმა და მთავრობამ ორივე მხარის არგუმენტების დანახვა შეძლო”

ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე შრომითი ბაზრის რეფორმის  შესახებ  საუბრისას, გამოცემა “ევროპული ინტერესის”-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

გამოცემის შეკითხვაზე: გახადა თუ არა შრომითი ბაზრის დერეგულაციამ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად?  დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა 2013 წელს, როდესაც შრომის კოდექსში ცვილელები შევიდა და კოლექტიური მოლაპარკაკების უფლებები ნაწილობრივ აღდგა.  “აიპრესი” გთავაზობთ ნაწყვეტს დიმიტრი ცქირიშვილის ინტერვიუდან:

ევროპული ინტერესი: თქვენ თქვით რომ, როდესაც დაიწყეთ მუშაობა ამ კანონმდებლობაზე იყავით უმრავლესობის წევრი და შემდეგ ამ პროცესში ოპოზიციაში გადაინაცვლეთ. ფიქრობთ რომ რეალისტურია საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება? და თუკი ვილაპარაკებთ სოციალურ პარტნიორებზე, როგორ უყურებს ამ ყველაფერს ბიზნესი?

 -დიახ, მე დავიწყე ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა ერთი წლის წინ, როდესაც მე გახლდით უმრავლესობის წევრი. გასული წლის ნოემბერში მე დავტოვე მმართველი პარტია, თუმცა დავრჩი მოლაპარაკების მონაწილედ და გამაჩნია გარკვეული მხარდაჭერა უმრავლესობის ლიდერების მხრიდან.

საკანონმდებლო ინიციატივა ხელმოწერილია მმართველი პარტიის გავლენიანი წევრების მიერ და ვიმედოვნებ რომ ჩვენ მოვახერხებთ პარტიათა შორის მხარდაჭერის მოპოვებას. ეს არ არის პირადი საკითხი. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პერიოდში, მე პირადად ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდი იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური საკითხთა მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან. რა თქმა უნდა, ყველა არ არის მზად ევროპული ტიპის სოციალურ დიალოგისათვის და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პოზიციაზე. ეს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით არის ლაკმუსის ტესტი მისთვის, ვინდაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი განსაზღვროს ბალანსი დასაქმებულთა უფლებებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი ჩვენ გვსურს გავყვეთ ევროპულ პოლიტიკურ ტრაექტორიას, ჩვენ უნდა დავინახოთ რომ ეს ორი ინტერესი იქვეთება, ან ამ ინტერესების თანხვედრისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადავდგათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად