დილარ ხაბულიანი ბლოკის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობისთვის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში იბრძოლებს

საარჩევნო ბლოკმა “ძალა ერთობაშია” ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.

მათ შორის, დილარ ხაბულიანი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბძოლებს.

შეგახსენებთ: “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარალამენტო ბლოკი შექმნა, სადაც გაერთიანდა 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის.

დილარ ხაბულიანის მოკლე ბიოგრაფია ასეთია:

  •  1990-2010წწ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1991-1992წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, წევრი (2008-2012)
  • 1980 – სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი
  • 1978 – სსრკ ჩემპიონატების მესამე პრიზიორი
  • 1977 – ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში(ძიუდო)
  • 1976 – სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი
  • 1975 – სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში
  • 1975 – სსრკ ჩემპიონატების მესამე პრიზიორი
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად