დიკაპრიომ და ბეზოსმა ბაიდენს კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მოთხოვნით ღია წერილი გაუგზავნეს

150-ზე მეტმა აქტივისტმა, მსახიობმა და ბიზნესმენმა, მათ შორის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ და ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, ხელი მოაწერეს ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მოთხოვნით. ღია წერილი გამოქვეყნდა Climate Power 2020 ვებსაიტზე.

აქტივისტებმა ასევე მოიწონეს ბაიდენის განკარგულება, რომლითაც აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნდა.

ცნობილი სახეებიდან წერილს ხელი მოაწერეს მსახიობებმა ნატალი პორტმანმა და ზოუი დეშანელმა. ამასთან, საჩივარს ხელი მოაწერეს Mastercard–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აჯაი ბანგამ და ევროპარლამენტის გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარე პასკალ კანფინმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად