დიღომში აფეთქებისას 3 საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, 8 მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა 4 ავტომანქანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 მოქალაქე. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა.

“თბილისი – დიღმის მასივი – საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია.

ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.

ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...