დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 7 თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული რვა თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. მიმდინარეობს კვლეევები და უკვე დაზუსტებული ინფორმაცია გვეცოდინება რამდენიმე საათში. ერთი ბავშვი არის მოთავსებული იაშვილის სახელობის კლინიკაში, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – განაცხადა დავით ტორუამ.

ცნობისთვის, დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაზიანდა.დაშავებულებს შორის 7 თვის ბავშვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...