დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე იმყოფება.

„ამ ეტაპზე შოკიდან პრაქტიკულად გამოსულია, გადადის გეგმიურ მკურნალობაზე. რაც შეეხება მოსალოდნელ ქირურგიულ ჩარევას, ეს გადაწყდება შემდგომ შეფასებაში ქირურგების მიერ. ამ ეტაპზე პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია. ჩივილები დაზიანების შესაბამისად, რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს,“-განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

“გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები.მცირე ზომის ესკორიაციები შუბლის და მარჯვენა ლოყის არეში, ჩაუტარდა კვლევები და კონსულტაციები. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში მეთვალყურეობის მიზნით. მდგომარეობა არის სტაბილური”,-განაცხადა ექიმმა სოფიო კურსიანმა “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...