დიღმელაშვილი: შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს!

“სირცხვილიას“ აქციების საორგანიზაციო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგინეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

“ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობის და ქართველი ხალხია ისტორიული მონაპოვარი-პროპორციული არჩევნები. საბოლოო გამარჯვებისთვის გავაკეთებთ შემდეგს:

1. შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს, თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს.

2. იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამეს დაკავებულებსა და დაზარალებულებს.

3. შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ.

4. შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას.

5. შევქმნით ელფების არმიას, რომლებიც დაამარცხებენ ივანიშვილის ტროლებს!

ჩვენ ვაწარმოებთ ფართომაშტაბიან კამპანიას!”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორების ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად