დიღმელაშვილი: ისიც გვახსოვს ივანიშვილის პირველ წერილში მერაბიშვილის მიმართ დითირამბები რომ იყო

ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“იქ კაკო ზოიძე იტყვის ჩვენზე რომ “მეხუთე კოლონა” ვართ, წასულია იმის საქმე, მას პოლიტიკაში მომავალი აღარ აქვს, ახალგაზრდებზე ასეთ რაღაცებს, რომ იტყვის. იქ ჩუგოშვილი მანიფესტანტებს და ისიც გაფუჭდება, იქ ვასიკო ოდიშვილი გამოვა სამთავრობო არხზე და დემარშს მოაწყობს. ეს ყველაფერი დიდ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს და ამ დარტყმას მივიღებთ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობაზეა. ეს ყველაფერი იციან, უბრალოდ გვეთამაშებიან. ადამიანებს 28 დღეა გადადებული აქვთ თავი, 28 დღეა ოჯახის წევრები არ უნახიათ და ასე ცინიკურად იქცევიან. 7 ნოემბერს 5 დღე გრძელდებოდა სულ აქცია და მაშინ თვითონ იყო “ნაციონალი” და ჩვენზე იძახიან კიდევ “ნაციონალები” არიანო. პირველად 7 ნოემბერს ამომიგდეს ხელი აქციაზე, როცა მაგის ბახტაძე იყო “ნაციონალების” ლამის მთავარი შემომწირველი და თვითონაც “ნაციონალი”. ივანიშვილის პირველი წერილიც კარგად გვახსოვს და დითირამბები მერაბიშვილის მიმართ.

მეზვრიშვილს აქვს ნათქვამი მაშინდელ აქციაზე აქვს ნათქვამი, ეს დარბევა კი არა დასჯა იყოვო. ამისთვის ის კაცი ციხეში ზის. ჩვენ გვძირავენ რაღაცნაირად თავის პოლიტიკურ თამაშებში და ასე ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...