დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში კლასიკური სტილით მოჭდავეთა ფინალური შეხვედრა გაიმართა 60 კგ წონით კატეგორიაში

დიეგო ჩხიკვაძემ აზერბაიჯანელი ასგარ ალიზადა 8:3 დაამარცხა და ოქროსდ მედლის მფლობელი გახდა!

ფინალამდე დიეგო ჩხიკვაძემ ლიტველი ვილიუს სავიცკასი 9:1, უკრაინელი მიროსლავ სოლოვიანი 9:0 და სომეხი სააკ ჰოვანისიანი 4:1 დაამარცხა .

შეგახსენებთ, გუშინ 55 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ფრიდონ აბულაძემ მოიპოვა. ორივე ოქროსმედალოსანი აჭარის წარმომადგენელია. მალე ხალიჩაზე ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი, ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე გამოვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...