დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიქელაძის ქუჩის N11-ში, ასევე მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე, კერესელიძის ქუჩის N1-ში, აგლაძის ქუჩის N37-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-19 კორპუსთან და 147-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქტორმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო შეასრულა.

მოიხსნა ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიურები, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი საფარი დააგო. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს აკ. წერეთლის გამზირის N105,111-სა და 113-ში, ასევე მე-3 კორპუსთან, აგლაძის ქუჩის N38-ში, ხოშარაულის 25-ში, თ. მღვდლის ქუჩის N13-ში და გვეტაძის ქუჩაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად