დიდუბის რაიონში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა

3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს, 

 

მერიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილე 12 გუნდის შემადგენლობაში იყვნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ხოლო 1_ლი ადგილის მოპოვება 22_ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ გამარჯვებულ გუნდებს, თასები, სიგელები და პარფიუმერული ქსელის ვაუჩერები გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...