“დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 658 ობიექტზე განხორციელდა”

თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონის გამგეობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წარადგინა.

როგორც დიდუბე პლაზაში გამართულ ღონისძიებაზე ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, 2015 წლის მონაცემებით, დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 658 ობიექტზე განხორციელდა.

დიდუბის გამგებლის თქმით, 104 მისამართზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო გასართობი სკვერები და სპორტული მოედნები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წლების განმავლობაში ამორტიზებულ წყლის, კანალიზაციის სისტემას და სანიაღვრე ქსელებს. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 7 663 106 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის მიხედვით, 12 287 მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის სოციალური მომსახურეობა. რაიონში არსებული 652 ამხანაგობიდან 350 ამხანაგობაში მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით 474 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კომენტარები
იტვირთება...