დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით 57 ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს,-ამის შესახებ მერიიდან იუწყებიან. 

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, 57 ობიექტზე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის: 11 მისამართზე სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, სენსორული სანათებისა და მეტალის კარის მონტაჟი, 6 ობიექტზე კი ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, წყალსაწრეტი მილებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის სამუშაოები 15 მისამართზე ხორციელდება, დაზიანებული კიბეებისა და აივნების მონტაჟი კი 3 მისამართზე მიმდინარეობს. ასევე 3 მისამართზე დაზიანებულ და ავარიულ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ 264 სხვადასხვა ობიექტი 2 409 669 ლარით დააფინანსა.

ივნის-ივლისის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნის საფუძველზე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 144 განცხადებაა შესული. განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...