დიდთოვლობის გამო ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება

ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროცესი საჯარო სკოლებსა და ბაღებში ორშაბათიდან განახლდება.

მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა მაღალ ზონებში 1.70 სმ-ს გადააჭარბა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტქნიკა იმუშავებს და გაიწმინდება შემდეგი მიმართულებები:

დანდალო-ხარაულა, დანდალო-არძენაძეები, ცხმორისი-გეეგელიძეები, ცხმორისი-ზედა ცხმორისი, წონიარისი-ვარჯანისი, ზვარე-ზესოფელი, ქედა- ზენდიდი, ქედა-აქუცა, ქედა-მერისი-ნამონასტევი, მერისი-ზედა მერისი-სილიბაური, პირველი მაისი-სამნიძეები, ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა , მახუნცეთი-უჩხითი, ოქტომბერი-მეძიბნა-აგოთა, ქედა-ორცვა. დაბის ქუჩებს ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული ტექნიკა წმენდს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის, ოქტომბრის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ნაწილობრივ შიდა დაზიანებებია რიგ სოფლებშიც. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად