დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთი საკარანტინო ქვეყნების სიაში დაამატა

ათასობით დამსვენებლის გეგმები ქაოსად იქცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა საკარანტინო ზომები დააწესა საფრანგეთისთვისაც. ამის შესახებ BBC წერს.

იზოლაციის 14-დღიანი მოთხოვნა ამოქმედდა 04:00 საათზე და ასევე ეხება ნიდერლანდების, მონაკოს, მალტას, თურქეთის და კაიკოსის კუნძულებიდან და არუბიდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ინფიცირების რიცხვები “არასწორი გზით” მიდის.

საფრანგეთმა ამავდროულად განაცხადა, რომ იგი მიიღებდა შესაბამისს საპასუხო ზომებს.

კლემან ბონი, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში, თავის ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ ფრანგები ძალიან დაამწუხრა.

ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაფსმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევებში მიიღება, როდესაც დაზარალებულ ქვეყნებში 100,000 ადამიანზე 20-ზე მეტი ინფიცირებული მოდის და როდესაც ეს ტენდენცია გრძელდება მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში.

”ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ინფიცირების მაჩვენებლის შესამცირებლად და უკანასკნელი, რაც გვინდა, რომ მოხდეს, ესაა რომ ხალხი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ისე ჩამოიტანონ ეს ვირუსი. ეს ხდება ყველას დასაცავად”,- განუცხადა მან BBC-ს.

მისი თქმით, ამჟამად საფრანგეთში დაახლოებით 160,000 ბრიტანელი დამსვენებელია. სავარაუდოდ, ბოლო ვადის გამოცხადება გამოიწვევს რიგებს პორტებსა და აეროპორტებში, რადგან ათასობით ტურისტი ცდილობს თავი აარიდოს კარანტინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად