დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის კონტროლის დამოუკიდებელმა სააგენტომ ქვეყანაში ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

“ეს არის ახალი ამბები და არსენალში კიდევ ერთი იარაღი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ”, – თქვა დეპარტამენტის უფროსმა მეთ ჰენკოკმა, რომლის სიტყვებიც მოყვანილია დოკუმენტში.

პრეპარატი მესამე ვაქცინაა, რომელიც ბრიტანულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს. დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები უკვე იღებენ ვაქცინებს Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTech-ისგან, ასევე ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად