დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკული კომპანიის Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

“დღეს მთავრობამ მიიღო დამოუკიდებელი მედიკამენტების და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს თვეების განმავლობაში მკაცრი კლინიკური გამოკვლევებისა და ექსპერტთა მონაცემების მკაცრი ანალიზის შემდეგ, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის მკაცრ სტანდარტებს”, – თქვა დეპარტამენტის სპიკერმა და აღნიშნა, რომ ვაქცინა გაერთიანებული სამეფოსთვის ხელმისაწვდომი იქნება მომავალი კვირიდან.

“მომავალი კვირის დასაწყისიდან ჩვენ დავიწყებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას”, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მეტ ჰენკოკმა Sky News-ის ეთერში.

Pfizer/BioNTech-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს 40 მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინის მიწოდებას, ნათქვამია გერმანული კომპანიის პრესრელიზში.

“მათ მიაღწიეს შეთანხმებას 2020 და 2021 წლებში ჯამში 40 მილიონი დოზის მიწოდებაზე”, – ნათქვამია პრესრელიზში. ვაქცინა ბრიტანეთში რამდენიმე დღეში ჩავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად