დიდმა ბრიტანეთმა ევროსაბჭოს, Brexit-ის გადადების შესახებ წერილი გაუგზავნა

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან, Brexit-ის გადადების შესახებ წერილი მიიღო.

„ვადების გადაწევის შესახებ წერილი ახლახანს მოვიდა. ევროკავშირის ლიდერებთან დავიწყებ კონსულტაციას იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – წერს დონალდ ტუსკი.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბორის ჯონსონმა ბრიუსელში ორი წერილი გაგზავნა: პირველ წერილში მან Brexit-ის გადავადება მოითხოვა, მაგრამ ამ წერილისთვის ხელი არ მოუწერია, ხოლო მეორეში აღნიშნა, რომ Brexit-ის გადადება – ეს შეცდომა იქნება.

აქამდე, შაბათს, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონისგან ელოდება წერილს, რომელიც Brexit-ის ვადების გადაწევის შესახებ უნდა ყოფილიყო. მანამდე კი მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა თემთა პალატაში ჩატარებული ხმის მიცემის შესახებ. შაბათს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ეკისრება ვალდებულება, რომ მიუხედავად ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმების დამტკიცების შესახებ ჩატარებული კენჭისყრის შედეგებისა, მაინც მოითხოვოს Brexit-ის გადადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად