დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს

დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დააწესა ბელარუსის რამდენიმე მაღალჩინოსნის, ასევე რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი ვაჟის ვიქტორის წინააღმდეგ. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ახალი ღონისძიებები კრძალავს მათ დიდ ბრიტანეთში შესვლას, აგრეთვე ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ყველა აქტივის გაყინვას. კანადამაც მსგავსი ზომები შემოიღო.

ლუკაშენკოსა და მისი ვაჟს გარდა, სანქციები დაეკისრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ სერგეენკოს, შინაგან საქმეთა მინისტრს იური კარაევს, მის მოადგილეებს ალექსანდრ ბარსუკოვსა და იური ნაზარენკოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურის მოადგილეს ხაზალბეკ ათაბეკოვს და მინსკის სპეცრაზმის მეთაურს დიმიტრი ბალაბას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად