”დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნები კორუფციაში ბრალდებულებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ

G20- ის სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც ისინი აცხადებენ, რომ კორუფციაში ბრალდებულებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ. დოკუმენტი „დიდი ოცეულის“ სამიტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

“ჩვენ ერთგული ვრჩებით გლობალური ძალისხმევის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიეროთ, ასევე ” 2019-2021 წლის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა “განვახორციელოთ, ეს კი შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და მექანიზმებით უნდა მოხდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფო მეთაურები შეთანხმდნენ, იგივე მოიმოქმედონ იმ პირთა ქონების დაყადაღების საკითხზე, რომლებიც კორუფციის ბრალდებით იდევნებიან. ისინი პირობას დებენ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ.
G20-ის ქვეყნები გეგმავენ “პირადი მაგალითი” მისცენ სხვებს, რათა გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის ნორმები ეფექტურად შეასრულონ.

შეგახსენებთ, 29 ივნისს იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტი დასრულდა. G20- ის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისუფალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული სავაჭრო პოლიტიკის საჭიროება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად