დიდი ხანძრების გამო ბრაზილიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ადგილობრივი მთავრობის კომუნიკეს თანახმად, საგანგებო მდგომარეობა 90 დღეს გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანოებს შეეძლებათ კოორდინაცია გაუწიონ ყველა სააგენტოს მოქმედებას ხანძართან ბრძოლაში. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა დააფინანსებს ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციას.

ხანძარი ბრაზილიის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექს პანტანალში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მძვინვარებს.

იანვრიდან აგვისტომდე პანტანალში ხანძრის შედეგად დაზიანდა 18 646 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ხანძარი საფრთხეს უქმნის გარეული ცხოველების სიცოცხლეს, ხოლო ჰაერის ხარისხის გაუარესება გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად