დიდი ბრიტანეთში ლეიბორისტულ პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი კირ სტარმერი გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე ჯერემი კორბინი ჩაანაცვლა. ამის შესახებ financial Times წერს.

სტარმერმა შიდა არჩევნებში გაიმარჯვა, მან ხმების 56% მოიპოვა, მისმა ოპონენტმა რებეკა ლონგ ბეილმა კი ხმების 28% აიღო.

მან პირობა დადო, რომ კონსტრუქციულად იმუშავებს ხელისუფლებასთან და მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის მუშაობაში “მხოლოდ ოპოზიციისთვის”. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, ან ძალიან ნელა იმუშავებს, ოპოზიცია ამას უყურადღებოდ არ დატოვებს. მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში ლეიბორისტული პარტია მხარს დაუჭერს ხელისუფლების მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეაკავებს პანდემიას.

როგორც Financial Times წერს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერად სტარმერის არჩევას, პარლამენტში ბევრი, პარტიის ახალი ისტორიის დასაწყისად მიიჩნევს, განსაკუთრებით მას მერე, რაც პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. მაშინ, არჩევნების შედეგად, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარლამენტში 202-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად