დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ბრიტანეთის მთავრობა ითანამშრომლებს „თალიბანის“ წარმომადგენლებთან, თუ ისინი მთავრობაში მოვლენ

ბრიტანეთის მთავრობა ითანამშრომლებს “თალიბანის” წარმომადგენლებთან, თუ ისინი გახდებიან ავღანეთის მთავრობის ნაწილი. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უოლესმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი დათანხმდება ამ მდგომარეობას ავღანეთში, თუ გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები შესრულდება. “რაც არ უნდა იყოს მთავრობის შემადგენლობა, იმ პირობით, რომ იგი გარკვეულ საერთაშორისო ნორმებს დაიცავს, ბრიტანეთის მთავრობა მასთან იმუშავებს”, – თქვა თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისი აზრით, თალიბები არ დაუშვებენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს. მათ სურთ საერთაშორისო აღიარება და ამისთვის საჭიროა იყო მშვიდობის მომხრე.

უოლესმა ასევე მოუწოდა ავღანეთის პრეზიდენტს და თალიბებს, რომ ერთად იმუშაონ ქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად ათწლიანი კონფლიქტის შემდეგ.

შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის გაძლიერდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ. 14 აპრილს მან გამოაცხადა გადაწყვეტილება ავღანეთში ოპერაციის დასრულების შესახებ, რომელიც გახდა ყველაზე გრძელი სამხედრო კამპანია ამერიკის ისტორიაში. 6 ივლისის მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა თავისი ჯარების 90%-ზე მეტი უკვე გაიყვანა. ამავე დროს, ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თალიბები აძლიერებენ შეტევას.

კომენტარები
იტვირთება...