დიდი ბრიტანეთის საელჩო TBC-ზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში თიბისი ბანკის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

“დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის.”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 25 ივლისს თიბისი ბანკის საქმეზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...