დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის უმცროსმა ძმამ თანამდებობები დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის უმცროსმა ძმამ ჯოზეფ ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხით გამოწვეული უთანხმოებების გამო ქვეყნის ხელისუფლებიდან და პარლამენტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ პოლიტიკოსი თავის Twitter-ზე წერს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მე ვიხლიჩებოდი ოჯახისადმი ერთგულებისა და ეროვნულ ინტერესს შორის – ეს გადაუწყვეტელი კონფლიქტია, ამიტომ დადაგა დრო, სხვამ დაიკავოს ჩემი ადგილი“, – წერს ჯონსონი.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში ჯო ჯონსონი 2019 წლის ივლისიდან მოყოლებულია. იგი იკავებდა უმცროსი მინისტრის თანამდებობებს განათლების და ბიზნეს, ენერგეტიკისა და წარმოების სამინისტროებში.

2010 წელს ჯო ჯონსონი ორპინგტონის თემთა პალატაში აირჩიეს. თავისი ძმისგან განსხვავებით, 2016 წელს, ჯო ჯო ჯონსონმა ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...