დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონში იქორწინა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ლონდონში კერი სიმონდზე დაქორწინდა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

Mail On Sunday და The Sun წერენ, რომ წყვილი დაქორწინდა ვესტმინსტერის ტაძარში სტუმრების ვიწრო წრეში. ჯონსონის დაქვემდებარებულებმა არ იცოდნენ მისი გეგმების შესახებ.

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, დიდ ბრიტანეთში ქორწილები 30 ადამიანითაა შეზღუდული.

ჯონსონისა და სიმონდის ნიშნობის შესახებ 2020 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. წყვილს უკვე ჰყავთ საერთო ვაჟი, ვილფრედი. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა, ხოლო მისმა საცოლემ პირველად იქორწინა.

კომენტარები
იტვირთება...