დიდი ბრიტანეთის პრემიერი: ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ბრიტანეთში გაუარესდება

დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წერილშია აღნიშნული.

“მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან გულახდილი ვიყო. მანამ, სანამ მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა, ჯერ სიტუაცია გაუარესდება. რაც უფრო მკაცრად დაიცავთ წესებს, მიტ უფრო ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ. შემდეგ კი ჩვეულ ცხოვრებასაც უფრო მალე დავუბრუნდებით”, – ნათქვამია წერილში.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანელების მთავარ სამიზნეს ახლა ვირუსის გავრცელების შეკავება წარმოადგენს. აუცილებელია მაქსიმალურად შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ერთდროულად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. მისი თქმით, სხვაგვარად ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება ეპიდემიას.

“აი, რატომ გაძლევთ ერთ მარტივ ინსტრუქციას – უნდა დარჩეთ სახლებში. არ უნდა შეხვდეთ მეგობრებს, ან ნათესავებს. მხოლოდ იმ შემთხევაში გადით სახლიდან, თუკი საჭმელი, ან სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გჭირდებათ”, – ამბობს ჯონსონი.

მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათ დაეხმაროს მათ, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად