დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შვილს სახელი მკურნალი ექიმების პატივსაცემად დაარქვა (ვიდეო)

ამის შესახებ, პრემიერის საცოლის, კერი საიმონდსის ინსტაგრამზე დაყრდნობით, ბიბისი წერს

ახალშობილს ვილფრედ ლოური ნიკოლასი ჰქვია. საიმონდსის თქმით, ვილფრედი ბორის ჯონსონის ბაბუის, ხოლო ლოური – მისი ბაბუის საპატივცემოდ შეარჩიეს, ნიკოლასი კი ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში ჯონსონის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების – ნიკ პრაისის და ნიკ ჰარტის პატივისცემის ნიშნად.

ბრიტანეთის პრემიერის ვაჟი ლონდონის საავადმყოფოში 29 აპრილს დაიბადა.

ბორის ჯონსონმა კორონავირუსით დაინფიცირების სესახებ 27 მარტს განაცხადა. 5 აპრილს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამი დღე რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა. 12 აპრილს ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს და ორკვირიანი დასვენების შემდეგ, 27 აპრილს დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრს პოსტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად