დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი სარეანიმაციოდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს

დღეს, საღამოს, რეანიმაციის განყოფილებაში სამდღიანი ყოფნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩვეულებრივ პალატაში დააბრუნეს.

დაუნინგ-სტრიტის განცხადების თანახმად “მას ძალიან კარგ გუნება-განწობილება აქვს”

აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერით შეეხმიანა ბორის ჯონსონის რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანას და ამ ცნობას “შეანიშნავი ახალი ამბავი” უწოდა.

ბორის ჯონსონი მსოფლიო ლიდერთაგან პირველი აღმოჩნდა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების გამო. ქვეყნის მართვის სადავეები მისი საავადმყოფიოში გადაყვანის მომენტიდან საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის ხელში გადავიდა. როდის შეძლებს ბორის ჯონსონი ქვეყნის ლიდერის ფუნქციების დაბრუნებას, ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად