დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეანიმაციაში გადაიყვანეს

ამი9ს შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ რეანიმაციაში გადაყვანილ ბორის ჯონსონს გონი არ აქვს დაკარგული.

ბრიტანეთში არაა გაწერილი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი არაქმედიუნარიანი აღმოჩნდება. ცნობილია, რომ  მაგრამ რეანიმაციაში გადაყვანამდე ბორის ჯონსონმა თავის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს სთხოვა შეეცვალა იგი.

ბორის ჯონსონი გუშინ საღამოს, კორონავირუსის დადგენიდან მეათე დღეს, მას შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რაც თვითიზოლაციაში ყოფნის დროს მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და  ისევ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ხველა.

დაუნინგ-სტრიტი აცხადებდა, რომ ჯონსონი კარგ განწყობაზე იყო, თუმცა დაახლოებით 18:00 საათზე გრინვიჩის დროით ის გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ყველაზე მძიმე ავადმყოფებს მკურნალობენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად