დიდი ბრიტანეთის პრემიერმა საკუთარი რეზიდენცია დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ დაუნინგ სტრიტზე მდებარე საკუთარი რეზიდენცია დატოვა და ის უახლოეს საათებში მთავრობის წევრებთან ერთად საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს. 

ბრიტანეთის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან თავდამსხმელი და პოლიციელი. ინციდენტის შედეგად ასევე 20 ადამიანია დაჭრილი. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით 5 ადამიანს დაეჯახა და გაქცევა სცადა.

ლონდონის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ბელგიის სისხლიანი ტერაქტიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა. ავტომობილის მძღოლი თავს დაესხა პოლიციელებს და დანით ერთი მათგანის დაჭრა მოახერხა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავდამსხმელის მოკვლა მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ცდილობდა ავტომობილით ვესტმინსტერის სასახლეს მიახლოვებოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თავდამსხმელების ზუსტი რაოდენობა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად