დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ Brexit-სთვის მიძღვნილი მონეტა წარადგინა

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ აჩვენა, თუ როგორი იქნება მონეტა, რომელსაც იგი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ გამოუშვებს. შესაბამისი ფოტო უწყების Twitter-ზე ქვეყნდება.

მონეტაზე, რომლის მინიმალური ღირებულებაც 50 პენსია, ამოტვიფრულია წარწერა „მშვიდობა, აყვავება და მეგობრობა ყველა ერს შორის.“ მასზე აგრეთვე ამოტვიფრულია თარიღი – 31 იანვარი, ეს არის ის დღე, როდესაც, დოკუმენტების მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს. სწორედ იმავე დღეს, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 3 მილიონი მონეტა ასეთი მონეტა ჩაეშვება ბანკებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე კიდევ ასეთი 7 მილიონი 50-პენსიანი გამოვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Brexit-სთვის მიძღვნილი მონეტები ვერცხლისფერი და ოქროსფერი იქნება.

რამდენიმე მილიონი ასეთო მენტის გამოშვებას უწყება 31 ოქტომბერს აპირებდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ თარიღისთვის ქვეყანა ვერ დატოვებდა ევროკავშირს და ფინანსთა სამინისტრომ მისი დაბეჭდვა გადადო.

Brexit-ი არაერთხელ გადაიდო იმის გამო, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებისთვის მიღწევა. ბოლო ჯერზე, მხარეები Brexit-ის თარიღის გადადებაზე 2020 წლის 31 იანვრისთვის შეთანხმდნენ. მიმდინარე თვეში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, რომელსაც შემდეგ დედოფალმა ელსაბედ II-მ ხელი მოაწერა. 29 იანვარს კი კანონპროექტი ბრიუსელმა და ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად