დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვის გახანგრძლივებას ივლისამდე აპირებს

ბრიტანეთის ხელისუფლება საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვის გაგრძელებას ივლისამდე აპირებს და დამრღვევები შეიძლება 5000 ფუნტით დაჯარიმდნენ. იუწყება გაზეთი Times.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ დეპუტატებს შესაბამისი რეკომენდაციები 22 მარტს წარუდგინა. ამ საკითხზე კენჭისყრა 25 მარტს არის დაგეგმილი.

წარდგენილი წინადადების დამტკიცების შემთხვევაში(რაც, გაზეთის აღნიშვნით, აუცილებლად ასე მოხდება),ახალი წესები ძალაში 29 მარტიდან შევა.

განმარტებულია, რომ 30 ივნისამდე აკრძალული დარჩება საზღვარგარეთ ყველა მოგზაურობა, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არ ითვლება, როგორც ახლა ხდება. გამონაკლისი იქნება მოგზაურობა სამუშაოდ, სასწავლოდ და სამკურნალოდ, ასევე იმ ნათესავის ან მეგობრის მოსანახულებლად, რომელიც სიცოცხლეს ებრძვის. გამგზავრება დასაშვები იქნება ახლობლების ქორწილებში დასწრებისათვის და უძრავი ქონების გადაადგილება/გაყიდვისთვისაც.

რაც შეეხებათ, ქვეყანაში შესვლის მსურველებს, მათთვის აქამდე არსებული მოთხოვნები ისევ ძველი ფორმით რჩება ძალაში და ახალ დეტალებზე საუბარი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...