დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ბორის ჯონსონი გახდება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს. ამის შესახებ მართველი პარტიის კომიტეტმა დღეს განაცხადა.

ოთხშაბათს, 24 ივლისს ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ პრემიერს, ტერეზა მეის უფლებამოსილება შეუწყდება.
მთავრობის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის თანამდებობას ოფიციალურად ოთხშაბათს დატოვებს. ბოლო სხდომის შემდეგ, ტერეზა მეი პარლამენტში პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. აღნიშნულის შემდეგ, დედოფალი ელისაბედ II ტერეზა მეის გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებს და ახალ პრემიერს მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს.
ოთხშაბათს, საღამოს გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს ბრიტანეთის მთავრობაში წამყვან პოზიციებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...