დიდი ბრიტანეთი ნაიჯელ ფარაჯის აშშ-ს ელჩად შესაძლო დანიშვნის ფაქტს უარყოფს

დიდი ბრიტანეთი BREXIT-ის კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს,-ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ვაკანტური არ არის.

"ჩვენ უკვე გვყავს შესანიშნავი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში," – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ნოემბერს მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ბევრ ადამიანს აშშ-ში ბრიტანეთის ელჩად, ნაიჯელ ფარაჯის დანიშვნა სურს.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი 13 ნოემბერს ფარაჯის შეხვდა. ცნობილია, რომ მხარეებმა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. "ის არის ადამიანი, რომელთანაც ჩვენ ბრიტანეთში ბიზნესის კეთებას შევძლებთ", – დასძინა ჯარაჯიმ.

ამ დროისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა კიმ დაროჩს უკავია. ის ბრიტანელი დიპლომატია, რომელიც მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად