დიდი ბრიტანეთი მოგზაურთათვის COVID19-ზე სავალდებულო ტესტსა და კარანტინს აწესებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ქვეყანაში მოგზაურთა მსურველთათვის საჭირო ის სიახლეები და რეგულაციები, რომლებიც ძალაში შევა 18 იანვრის დილას, იტყობინება BBC.

ყველა, ვინც 18 იანვარს საზღვარგარეთიდან შევა ქვეყანაში, უნდა წარადგინოს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. ამის შემდეგ, კარანტინში მაინც უნდა იყოს დაახლოებით 10 დღემდე. ახალი წესები ძალაში იქნება მინიმუმ 15 თებერვლამდე.

ჯონსონის თანახმად, დიდი ბრიტანეთი იძულებულია გაატაროს ეს ზომები, რათა “დაიცვას თავი კოვიდის დაუდგენელი ახალი შტამების გაჩენის რისკისგან”.

”ახლა აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება, რადგან ჩვენ ასე ყოველდღიურად ვცდილობთ მოსახლეობის დაცვას”, – თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად