დიდი ბრიტანეთი კვლავ კარანტინს აწესებს დანიიდან, ისლანდიიდან და სლოვაკეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის

ბრიტანეთის ხელისუფლება კვლავ სავალდებულოს გახდის ორკვირიანი კარანტინის დაცვას იმ პირებისთვის, ვინც ქვეყანაში ჩავლენ დანიიდან, ისლანდიიდან, სლოვაკეთიდან და კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კურაკაოდან. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელმაც არ დახურა საზღვრები პანდემიის დროს. უცხოეთიდან შესული პირების მიმართ 14-დღიანი კარანტინის დაცვის წესი კი მხოლოდ 8 ივნისს ამოქმედდა.

სატრანსპორტო დერეფნები ამჟამად აკავშირებს დიდ ბრიტანეთს 50-მდე ქვეყანასა და ტერიტორიასთან. ამ ქვეყნებიდან ჩასულ პირს არ უწევს 14-დღიანი იზოლაცია: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, გვადალუპე, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ნიდერლანდები, პორტუგალია, რეუნიონი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი და მთელი რიგი სხვა ქვეყნები. ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და შეერთებული შტატები, ჯერ კიდევ არ არის გამონაკლისი გაკეთებული.

სამეფოს ხელისუფლება ცდილობს, შეამციროს პანდემიის მეორე ტალღის რისკი. საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად 41,8 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ქვეყანაში, 400 ათასზე მეტი კი ინფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად