დიდი ბრიტანეთი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს

დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დემოკრატიის პოპულარიზაციისა და დაცვისთვის და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებაში.

“გულთბილად ვულოცავ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაციას და ველოდები ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას. ჩვენ გვაქვს მსგავსი მიზნები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, ჩვენ იგივე შეხედულებები გვაქვს თავდაცვის, უსაფრთხოების და დემოკრატიის პოპულარიზაციისა და დაცვის შესახებ. ჩვენი ქვეყნები ითანამშრომლებენ ამ თემებში”, – თქვა ჯონსონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ბაიდენთან შეხვედრას ივნისში G7-ის სამიტზე, ასევე ნოემბერში კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციაზე, რომელიც გლაზგოში გაიმართება. “ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავუმკლავდეთ გამოწვევებს”, – აღნიშნა სამეფოს კაბინეტის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ბრიტანულმა გაზეთმა Daily Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო შეიძლება გახდეს პირველი ან მეორე სახელმწიფო, რომელიც ბაიდენს ესტუმრება 20 იანვარს შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად