დიდი ბრიტანეთი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი აპირებს, “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს და ამა თუ იმ ფორმით მოძრაობის მხარდამჭერებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

მისი ცნობით, შესაბამის განცხადებას დღეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი გააკეთებს.

“ანტისემიტიზმი მუდმივი ბოროტებაა, რომელსაც მე არასოდეს შევეგუები“, – განაცხადა პატელმა.

“ჰამასი” – პალესტინური მოძრაობა, რომელიც ღაზას სექტორში მოქმედებს ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-მა, ისრაელმა, კანადამ იაპონიამ და ევროკავშირმა აღიარეს.

კომენტარები
იტვირთება...