დიდი ბრიტანეთი, გარემოს დაცვის მიზნით, პოლიეთილენის პაკეტის გადასახადს გააორმაგებს

დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ გარემოს დაცვის მიზნით, გააორმაგოს პოლიეთილენის პაკეტის გადასახადი 10 პენსამდე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

დიდმა ბრიტანეთმა პოლიეთილენის პაკეტზე გადასახადი 2015 წელს დააწესა. ამ ეტაპზე, იგი 5 პენსს შეადგენს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი მოქალაქე საშუალოდ, ყოველწლიურად 140 პაკეტს იყენებს.

“ჩვენ ბრუნვიდან 15 მილიარდზე მეტი პოლიეთილენის პარკი ამოვიღეთ, თუმცა გვინდა, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი.

როგორც Bloomberg-ი წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი აქტიურად ებრძვის პლასტმასის პროდუქციას. მისმა ხელისუფლებამ უკვე აკრძალა პატარა პლასტმასის მიკროსფეროები, რომლებიც გამოიყენებოდა კოსმეტიკაში, პირადი ჰიგიენის საშუალებებში და სხვა.

პლასტმასის ნარჩენებს ხშირად აკრიტიკებენ ეკოლოგები, ვინაიდან იგი აბინძურებს ოკეანეს და ზიანს აყენებს ფრინველებსა და ზღვის ძუძუმწოვრებს. ამის გამო, ბევრი კომპანია კრძალავს პლასტმასის პროდუქციის გამოყენებას, მაგალითად, McDonald’s-მა გადაწყვიტა, რომ 2025 წლისთვის მთლიანად გადამუშავებადი მატერიის გამოყენებაზე გადავიდეს, ხოლო Starbucks გამოყენებიდან ამოიღებს პლასტმასის საწრუპებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...