“დიდგორი” კანადაში 20 დღიან საკონცერტო ტურნეს გამართავს

მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი” კანადაში, ქალაქ ედმონტონში საგუნდო მუსიკის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 30 მაისს ,,დიდგორი” და კანადური გუნდი “Pro Coro Canada” ერთობლივ კონცერტს გამართავს, სადაც ლატვიელი კოპოზიტორის, უგის პრაულინჩის ნაწარმოებს Tumsa Gaju-ს ერთობლივად შეასრულებენ.

პირველ ივნისს ,,დიდგორი” კანადელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება. ასევე, დაგეგმილია ლექცია-სემინარები ქართული მრავალხმიანობისა და კულტურის შესახებ.

ტურნეს ფარგლებში ,,დიდგორი” ეწვევა კანადის სხვადასხვა ქალაქებს: ედმონტონი, ვინიპეგი, ტორონტო, კინგსტონი, შერბრუკი, კვებეკი და მონრეალი. იგეგმება ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრები. კონცერტებთან ერთად გუნდი დაინტერესებულებს შეასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერა-საგალობლებს.
ანსამბლი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშვანს და ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ღონისძიებები. იგეგმება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. აუდიო ალბომის გამოცემა. ოქტომბერში ჩატარდება “დიდგორის” საიუბილეო კონცერტი თბილისში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად