დიდ დიღომში “კარფურის” ახალი ფილიალი გაიხსნა – ფრანგული ბრენდის 26-ე ქსელი საქართველოში

ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურისგან“  უკვე ტრადიციად იქცა ინტენსიურ რეჟიმში ფილიალების გახსნა. რეგიონული ტურნეს შემდეგ, კარფური კვლავ თბილისს დაუბრუნდა და დედაქალაქს კიდევ ერთი ფილიალი შესძინა, რიგით 26-ე.

კარფურის ერთგულ მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ყველაზე ხარისხიანი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის N12-ში

„კარფურის“ მოყვარულებს კომპანიის 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით  უსასრულო ქულები, საჩუქრები და აქციები დახვდებათ.

„მოხარულები ვართ რომ თბილისს კიდევ ერთი კარფურის ფილიალი დაემატა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებითა და სწრაფი განვითარებით საქართველოში. ყოველი მაღაზიის გახსნით ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.“ – აცხადებს  ქრისტოფ ორსე კარფურის გენერალური დირექტორი.

კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.  მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ  წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში  კარფური 26 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.

რაც შეეხება იმ პრიზებსა და სიურპრიზებს,  ჩამონათვალი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ინფორმაციას დეტალურად გაწვდით.

9 სექტემბრიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით, „გაატარე მაი ქლაბი და მიიღე მოგების შანსი! კარგად დააკვირდით თქვენს ქვითარს! იცოდეთ, რომ „ქვითარი მომგებიანია“ და  მოგების შანსი გაქვთ კარფურის ყველა მაღაზიაში.

რაც შეეხება მარტივ წესებს პრიზების მოსაგებად…

როგორ ვიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში:

გათამაშების პერიოდში, კარფურის ნებისმიერ ფილიალში, სალაროსთან, მაი ქლაბის გატარების შემთხვევაში, ქვითარზე ამოდის კონკრეტული პრიზის დასახელება.

პრიზების სახეობები: კარფურის ერთგულ მომხმარებელს 2 ტიპის პრიზი ელოდება ქვითარზე:

ქულები:100 000; 50 000; 20 000; 10 000; 1 000 და ა.შ. ამ ქულებით თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ ივაჭროთ კარფურის ნებისმიერ ფილიალში და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

მსხვილი და წვრილი ტექნიკის პრიზები – Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში:ტელევიზორი, სმარტფონი, ლეპტოპი, სათამაშო კონსოლი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ფოტო აპარატი, ბლენდერი, ყავის აპარატი, ფენი, ყურსასმენები, დინამიკი, ავეჯი, ჭურჭელი და მრავალი სხვა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მომხმარებლებს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიურპრიზი ელით.  Happy Wheel – იღბლიანი ბორბალი.

დღეში რამდენჯერმე დატრიალდება იღბლიანი ბორბალი და ბორბალზე ამოსულ სალაროს ნომერზე მდგარი მომხმარებელი,  დაიბრუნებს თავისი შესყიდული პროდუქტების 80%-ს ქულების სახით .

რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის „მაი ქლაბის“ წევრი.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ,  საკუთარ იუბილეზე „კარფურმა“ თავისი ერთგული მომხმარებლის დასაჩუქრება გადაწყვიტა და 7 წლიანი სიყვარულის დასტურად დაგროვების უნიკალური პროგრამა შესთავაზა.

ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარა ამ კლუბის წევრი, შევახსენებთ უმარტივეს წესებს დასარეგისტრირებლად:

როგორ გავხდეთ ყველაზე დამზოგველი კლუბის წევრები

იმისათვის რომ გახდე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და  APP store-ში.

დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაი ქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.

“მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” შერჩეულ კატეგორიებზე.

100 ქულა = 10 ლარს

ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.

დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

გადმოწერეთ კარფურის აპლიკაცია:

ANDROID:
https://bit.ly/2Gyc4Ta

IOS:
https://apple.co/2MwjSLP

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად