დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია.

ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქჯგუფში “დიდი დიღომი” გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული.

გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა – ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსიდან ქარის გამო საგნები ცვივა.

კომენტარები
იტვირთება...