დიდ ბრიტანეთში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 13 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება

ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ საგრძნობლად გაზარდოს ჯარიმები მათთვის, ვინც არღვევს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს.

როგორც The Daily Telegraph-ი იუწყება, ჯარიმის ოდენობამ, რომელიც ძალაში შევა მომავალი კვირის დასაწყისიდან, შეიძლება მიაღწიოს 10 ათას გირვანქა სტერლინგს (13 ათასი აშშ დოლარი).

ანალოგიური ჯარიმა შეიძლება გაიცეს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში. იგივე ფინანსური სასჯელი ელის მათ, ვინც მუდმივად უგულებელყოფს Test and trace-ის პროგრამის თანამშრომელთა მითითებებს. საუბარია პროგრამაზე, რომელიც აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელებას და უზრუნველყოფს საჭირო პირების თვითიზოლაციაში გადაყვანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად