დიდ ბრიტანეთში, სწრაფი ტესტის გამოწერა მალე Amazon-ითაც შესაძლებელი იქნება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში მალე იქნება შესაძლებელი მარტივი ხელსაწყოს გამოწერა, რომელიც სახლის პირობებში ადგენს, აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინფექციური სამსახურის დირექტორმა შარონ პიკოკმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, რომ ჯგუფმა შეიმუშავა თითის საჩხვლეტი ტესტები, რომელიც ადგენს, აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი.

​​პროფესორის თქმით, ადამიანებს ტესტის შეძენა Amazon-ით შეეძლებათ, აგრეთვე ჩვეულებრივ აფთიაქებში. მომხმარებელი ჩხვლეტის შემდეგ ნიმუშს ლაბორატორიაში აგზავნის.

მისი თქმით, მუშაობს თუ არა ტესტი, კვირის ბოლოს გახდება ზუსტად ცნობილი და თუკი ეს მოხდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ასეთი ტესტი ჩაეშვება გაყიდვებში.

“უახლოეს მომავალში ადამიანებს შეეძლებათ ამ ტესტის შეკვეთა და საკუთარი ტავი დამოუკიდებლად შემოწმება”, – აცხადებს პროფესორი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამედიცინო ოფიცერი კრის ვიტი აცხადებს, რომ “ტესტის არ ქონაზე უარესი, ცუდი ტესტის ქონაა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად