დიდ ბრიტანეთში სოციალურად დაუცველი ბავშვების „სასურსათო ამანათის“ გამო მთავრობას აკრიტიკებენ

დიდ ბრიტანეთში სოციალურად დაუცველი ბავშვების “სასურსათო ამანათის” გამო მთავრობას აკრიტიკებენ. ამის შესახებ BBC წერს.

სტატიას თან ახლავს ამანათის შემადგენლობის ფოტო, რომელიც Twitter-ზე ერთ-ერთმა მოქალაქემ გავრცელა.

აღნიშნული მოქალაქე, რომელიც ორი ბავშვის დედაა, ამბობს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისი ორივე შვილი ამ დახმარებაზეა დამოკიდებული.

ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კალათის შემადგენლობა ადეკვატური არ არის. ბორის ჯონსონის თქმით კი, – “ეს საშინელებაა”.

კალათის მიმწოდებელმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა. კომპანიაში პირობა დადეს, რომ აანაზღურებენ იმ კალათის ღირებულებას, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...