დიდ ბრიტანეთში, ქარიშხალ “სიარას” გამო უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდა

დიდი ბრიტანეთის პრაქტიკულად მთელს ტერიტორიაზე შტორმის ქარი და წყალდიდობაა, რაც ქარიშხალმა „სიარამ“ მოიტანა. ქვეყანაში აგრეთვე გამოცხადებულია უსაფრთხოების ყვითელი დონე.

ქარიშხლის სიჩქარე 144 კმ/სთ-ია. არსებობს წყალდიდობის დიდი საშიშროება ქვეყნის ბევრ ტერიტორიაზე.

ბევრმა ავიაკომპანიამ, მათ შორის British Airways-მა გააუქმა თავისი საერთაშორისო და შიდა რეისები, ან საგრძნობლად შეამცირა მათი რაოდენობა.

აგრეთვე დროებით შეჩერებულია საბორნე მომსახურება სხვადასხვა მიმართულებებით. კვირას კი, ლონდონში დაიხურა ყველა სასეირნო პარკი ძველი ხეების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. დედოფალმა ელისაბედ II-მ, უამინდობის გამო უარი თქვა ტაძარში საკვირაო ლოცვაზე წასვლაზე.

ხეების გამო გაუქმებულია ბევრი მატარებელი. ქარიშხალი „სიარა“ აგრეთვე იგრძნობა კონტინენტურ ევროპაშიც: საფრანგეთში, ბელგიაში, ირლანდიაში და ნიდერლანდებში. ბელგიასა და გერმანიაში კი, უამინდობის გამო გაუქმებულია ზოგიერთი ავიარეისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად